თავში

ბრაზილიის პრეზიდენტი საავადმყოფოდან გაწერეს

​ბრაზილიის პრეზიდენტი საავადმყოფოდან გაწერეს
ბრაზილიის პრეზიდენტი საავადმყოფოდან გაწერეს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ საავადმყოფოდან გაწერეს, სადაც მან ნაწლავის გაუვალობის დიაგნოზით ორი დღე გაატარა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

იძულებით ჰოსპიტალიზაციამ პრეზიდენტი აიძულა, საახალწლო შვებულება შეეწყვიტა.

ამასთან, ქვეყნის 66 წლის ლიდერს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა.

2018 წელს, საარჩევნო მიტინგის დროს, ბრაზილიის მომავალ პრეზიდენტს თავს დაესხნენ. ბოლსონარუ მუცლის არეში დაჭრეს. მას შემდეგ მას მუცლის ღრუს პრობლემები პერიოდულად ექმნება. ბოლსონარუს ოპერაცია ოთხჯერ გაუკეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system