თავში

ბრაზილიის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

​ბრაზილიის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბრაზილიის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ სან-პაულუს საავადმყოფოში მოათავსეს. გავრცელებული ცნობით, მას ნაწლავის გაუვალობა აქვს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The Rio Times ავრცელებს.

საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელშიც თავად სახელმწიფოს მეთაურის გარდა, მისი მეუღლე მიშელი და ქალიშვილი ლორა იმყოფებოდნენ, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე დაეშვა. უკვე ერთ საათში ბოლსონარუ საავადმყოფოში მიიყვანეს.

ტელეკომპანია ND TV-ის ცნობით, ის მკურნალობის კურსს გაივლის. ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ არის.

ბოლსონარუს ჰოსპიტალიზაცია მოგვიანებით საავადმყოფოს ერთ-ერთმა ქირურგმა დაადასტურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system