თავში

ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება

ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება
ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება

ბრაზილიაში ქვეყნის პრეზიდენტის საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება. 

Reuters-ის ცნობით, ბრაზილიის ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რომლებმაც ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხრიდან გატარებული პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებები გააპროტესტეს და ის ვაქცინების შეძენის დაგვიანებაში, ასევე პირბადის გამოყენების არასაჭიროების პროპაგანდაში დაადანაშაულეს.

აქციის მონაწილეები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილს ხელისუფლების მიერ ბრაზილიელთა მიმართ ჩადენილი გენოციდის ფორმად მიიჩნევენ და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლები ბრაზილიის 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

საგულისხმოა, რომ ბრაზილია, აშშ-ის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system