თავში

ბრაზილიის პრეზიდენტს COVID-19-ის ტესტირების პასუხების წარსადგენად 5 დღე განესაზღვრა

ბრაზილიის პრეზიდენტს COVID-19-ის ტესტირების პასუხების წარ
ბრაზილიის პრეზიდენტს COVID-19-ის ტესტირების პასუხების წარსადგენად 5 დღე განესაზღვრა

ბრაზილიის ფედერალურმა სასამართლომ, პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს, ახალი ტიპის კორონავირუსის ტესტის პასუხის წარსადგენად დამატებით 5 დღიანი ვადა მისცა. ამის შესახებ განცხადება სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, პარასკევ ბრაზილიის სასამართლომ პრეზიდენტს COVID-19-ის ტესტირების პასუხების წარსადგენად 48 საათიანი ვადა მისცა, მას შემდეგ, რაც ბოლსონარუ ინფიცირების შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს. 

პრეზიდენტის განცხადებით, მან კოროანვირუსზე ტესტირება ორჯერ გაიარა, თუმცა, ტესტის შედეგების გასაჯაროვებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ქვეყნის პირველი პირი ინფიცირებული იყოს და ამის შესახებ ინფორმაციას მალავდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system