თავში

ბრაზილიის პრეზიდენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივიან

ბრაზილიის პრეზიდენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივ
ბრაზილიის პრეზიდენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უჩივიან

ბრაზილიის მოქალაქეებმა ქვეყნის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ გამოცემა France 24 იუწყება.

ბრაზილიის პრეზიდენტს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ბრაზილიის პრეზიდენტად ბოლსონარუ აირჩიეს ამაზონის ტყეების გაჩეხვა მკვეთრად გაიზარდა და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც მოიმატა.

France 24 განმარტავს, რომ ჟაირ ბოლსონარუს თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, მისი პრეზიდენტობის პირველი ორი წლის განმავლობაში, ტყეების გაჩეხვა თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა და 2008 წლის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია.

გასულ წელს, კონფლიქტის შედეგად, ამაზონის ტყეების აბორიგენი მოსახლეობიდან თითქმის 18 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system