თავში

ბრაზილიური გველის შხამს COVID-19-ის განადგურება შეუძლია

ბრაზილიური გველის შხამს COVID-19-ის განადგურება შეუძლია
ბრაზილიური გველის შხამს COVID-19-ის განადგურება შეუძლია

ბრაზილიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ბრაზილიური გველგესლის (ჯარარაკუსუს) შხამს მაიმუნის უჯრედებში კორონავირუსის გამრავლების დათრგუნვა შეუძლია. მათი თქმით, ეს, შესაძლოა, COVID-19-თან საბრძოლველად წამლის შექმნის გზაზე პირველი ნაბიჯი გახდეს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ეს გველგესლა შეიცავს სპეციალურ მოლეკულებს, რომლებიც მაიმუნის უჯრედებში კორონავირუსის გამრავლების უნარს 75%-ით აფერხებს.

კვლევის ავტორმა, სან-პაულუს უნივერსიტეტის პროფესორმა, რაფაელ გვიდომ აღნიშნა, რომ გველის შხამის ერთ-ერთი კომპონენტივირუსის მნიშვნელოვან ცილებს ბლოკავს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში შემდგომი რეპროდუქციას უზრუნველყოფს.

მეცნიერები ახლა გველის შხამისგან მიღებული ნივთიერების ადამიანებზე გამოცდას გეგმავენ, რათა ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსზე მისი გავლენა საფუძვლიანად შეისწავლონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system