თავში

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან სასამართლო წააგო

​ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან სასამართლო წააგო
ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან სასამართლო წააგო

კალიფორნიის უზენაესმა სასამართლომ ჰოლივუდის მსახიობის და ანჯელინა ჯოლის ყოფილი მეუღლის ბრედ პიტის აპელაცია მათ შვილებზე მეურვეობის შესახებ არ დააკმაყოფილა. ინფორმაცის ამის შესახებ People ავრცელებს.

სექტემბერში პიტის ადვოკატებმა მის შვილებზე მეურვეობის საქმის გადახედვა მოითხოვეს. მოსამართლე, რომელმაც მსახიობს ბავშვებთან ურთიერთობისთვის მეტი დრო მისცა, საქმეს ჩამოაშორეს და შედეგად, მისი გადაწყვეტილების გაუქმება. ამის გამო, ისევ 2018 წლის ნოემბრის მეურვეობის ვადები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ჯოლი ბავშვების ერთპიროვნული მეურვეა.

მსახიობის ადვოკატები ამ საქმეზე მუშაობის გაგრძელებას და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვას გეგმავენ.

ჯოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსახიობი ოჯახზეა კონცენტრირებული და ბედნიერია, რომ მისი შვილების კეთილდღეობა "არაეთიკური ქცევაზე დამოკიდებული არ იქნება“.

57 წლის ბრედ პიტმა და 46 წლის ანჯელინა ჯოლიმ განქორწინება 2016 წელს, 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტეს. წყვილს ექვსი შვილი ჰყავს, რომელთაგან სამი ნაშვილებია.

2017 წელს პიტი და ჯოლი შეთანხმდნენ, რომ განქორწინების პროცესი კონფიდენციალურად ჩაეტარებინათ.

2018 წელს ისინი ბავშვებზე მეურვეობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

2019 წელს სასამართლომ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

2021 წლის მაისში ბრედ პიტმა ბავშვებზე ერთობლივი მეურვეობას მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system