თავში

ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან შერიგება სურს

ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან შერიგება სურს
ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან შერიგება სურს

მსახიობ ბრედ პიტს ყოფილ მეუღლესთან, ანჯელინა ჯოლისთან შერიგება სურს. ინფორმაციას Us Weekly საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ის აღნიშნავს, რომ 57 წლის პიტს ეს ბავშვების გამო სურს. ბრედი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ის და ანჯელინა იპოვიან შესაძლებლობას, ერთმანეთს აპატიონ და ურთიერთობის სხვა დონეს მიაღწიონ, თუნდაც მხოლოდ ბავშვების კეთილდღეობისთვის.

"მას არ მოსწონს ეს ვითარება“, - ამბობს ინსაიდერი.

პიტი და ჯოლი ერთმანეთს 2016 წელს, 12 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.

2017 წელს პიტი და ჯოლი შეთანხმდნენ, რომ განქორწინების პროცესი კონფიდენციალურად ჩაეტარებინათ.

2018 წელს ისინი ბავშვებზე მეურვეობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

2019 წელს სასამართლომ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ყოფილი ცოლ-ქმარი მეურვეობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. წყვილს ექვსი შვილი ჰყავს, რომელთაგან სამი ნაშვილებია: 20 წლის მედოქსი, 18 წლის პაქსი, 16 წლის ზაჰარა, 15 წლის შაილო, 13 წლის ტყუპები ნოქსი და ვივიენი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system