თავში

ბრიტანელები COVID-19-ის ფონზე ჭარბწონიანობას ომს უცხადებენ

​ბრიტანელები COVID-19-ის ფონზე ჭარბწონიანობას ომს უცხადებენ
ბრიტანელები COVID-19-ის ფონზე ჭარბწონიანობას ომს უცხადებენ

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ჭარბწონიანობასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია წამოიწყო. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტში განაცხადეს.

დოკუმენტში ჩამოთვლილია ზომები, რომლებიც ადამიანებს წონაში დაკლებაში დაეხმარება, რაც COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების გართულების პრევენციას შეუწყობს ხელს.

სტრატეგია შემდეგ ზომებს ითვალისწინებს:

საღამოს 9 საათამდე სატელევიზიო და ონლაინ-ტრანსლაციების დროს იკრძალება ისეთი პროდუქტების რეკლამა, რომლებიც დიდი რაოდენობით ცხიმს, შაქარსა და მარილს შეიცავს.

მაღაზიებს არაჯანსაღი საკვების აქციების განხორციელება ეკრძალება (მაგალითად, "იყიდე ერთი, მიიღე მეორე უფასოდ"). ასევე იკრძალება ამ პროდუქტების განთავსება შესასვლელთან, სალაროსთან და ინტერნეტშიც კი.

რესტორნები და კაფეები, სადაც 250 ადამიანზე მეტი მუშაობს, ვალდებულნი არიან, მენიუში კერძების კალორიულობა მიუთითონ. წლის ბოლომდე მარკირება ალკოჰოლური სასმელებიც შემთხვევაშიც დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system