თავში

ბრიტანელები Starlink სერვისით ისარგებლებენ

ბრიტანელები Starlink სერვისით ისარგებლებენ
ბრიტანელები Starlink სერვისით ისარგებლებენ

ახალი წლის პირველ დღეებში დიდ ბრიტანეთში განაცხადეს, რომ SpaceX-ისგან სატელიტური ინტერნეტის პირველმა მომხმარებლებმა აღჭურვილობა მიიღეს. როუტერი, სადგამი და კაბელი. ჯერჯერობით ინფორმაციის შესახებ თავად კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობილია, რომ ინტერნეტის აღჭურვილობის ფასი 439 გირვანქა სტერლინგია, 54 გირვანქა სტერლინგი მისი მიწოდების საფასურია და 89 გირვანქა სტერლინგი - ყოველთვიური გადასახადი.

"ინტერნეტის სიჩქარე გარანტირებულია ბეტა ფაზაში 50-150 Mbps დიაპაზონში, გათიშვის შესაძლო მოკლე პერიოდებში. სიგნალის შეყოვნება 25-35 მილი წამში", - აღწერილია ხელშეკრულებაში.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა, რომელიც, შესაძლოა, დაინტერესდეს SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტით, მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება ვიდრე აშშ-ში, რადგან ქვეყანა საკმაოდ კარგად არის დაფარული ბოჭკოვანი ქსელებით.

ცნობილია, რომ Starlink-მა ასევე დაიწყო სატელიტის ლიცენზირების პროცესი კიდევ 10 ქვეყანაში: საფრანგეთში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში, ინდოეთში, იაპონიაში, ფილიპინებში, არგენტინაში, ბრაზილიაში, ჩილეში და კოლუმბიაში.

SpaceX იმედოვნებს, რომ Starlink ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში 2021 წელს ამოქმედდება. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ წლის მეორე ნახევარში, საბერძნეთში, გერმანიასა და საფრანგეთში სერვისის მიღების შემდეგ, ევროკავშირის სხვა ქვეყნები აქტიურად დაინტერესდნენ მასთან თანამშრომლობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system