თავში

ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა

ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა
ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შეიქმნა

ბრიტანელმა პროფესორმა ანგუს დალგლიშმა და ნორვეგიელმა ვირუსოლოგმა ბირგერ სორენსენმა განაცხადეს, რომ SARS-Cov-2  ჩინელმა მეცნიერებმა უჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც უჰანში 2002-2019 წლებში ჩატარებული ექსპერიმენტები  გაანალიზეს.

დალგლიშსა და სორენსენს მიაჩნიათ, რომ უჰანელმა ექსპერტებმა კორონავირუსის საწყისი "მასალა" გამოქვაბულის ღამურებისგან აიღეს, შემდეგ კი მას ახალი ცილა მიამაგრეს და სწორედ ასე შეიქმნა SARS-Cov-2.

მათი თქმით, ამის დასტურია ოთხი ამინომჟავის სერია, რომლებიც კორონავირუსის ცილაში აღმოაჩინეს.

დალგლიშის და სორენსენის განცხადებით, ვირუსის შექმნის შემდეგ, ჩინელი მეცნიერები შეეცადნენ კვალი ისე დაეფარათ, რომ ყველა მტკიცებულებას  ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიეთითებინა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა ახალი ტიპის კორონავირუსის ხელოვნური, ლაბორატორიაში წარმოშობის ვერსიის გადამოწმება დამოუკიდებლად დაიწყეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system