თავში

ბრიტანელი მომღერალი Netflix-ს ფილმის "365 დღე" წაშლას სთხოვს

​ბრიტანელი მომღერალი Netflix-ს ფილმის "365 დღე" წაშლას სთხოვს
ბრიტანელი მომღერალი Netflix-ს ფილმის 365 დღე წაშლას სთხოვს

ბრიტანელი მომღერალი Duffy სტრიმინგ-სერვისის, Netflix-ის გენერალურ დირექტორს მოუწოდებს, კატალოგიდან პოლონური დრამა "365 დღე" წაშალოს.

მისი თქმით, ფილმი ადამიანებით ვაჭრობას უწევს პოპულარიზაციას და ე.წ. სტოკჰოლმის სინდრომის რომანტიზირებას ახდენს.

პოლონური დრამა "365 დღე" აპლიკაცია "ტიკ-ტოკში" გავრცელებული ტრენდის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა.

სიცილიის მაფიის ახალგაზრდა და სიმპათიურ ბოსს, მასიმო ტორიჩელის, სხვა არჩევანი არა აქვს თუ არა მაფიას ჩაუდგეს სათავეში, მას შემდეგ რაც მამას მოკლავენ. ლაურა ბიელი ერთ მდიდრული სასტუმროში გაყიდვების მენეჯერად მუშაობს. წარმატებული კარიერა აქვს, თუმცა პირადი ცხოვრება ვერ აეწყო და ახლა ფაქტიურად დამთავრებული ურთიერთობის გადარჩენას უკანასკნელად ცდილობს. მშობლებთან და მეგობრებთან ერთად ლაურა სიცილიაში სამოგზაუროდ მიდის. ვერც კი წარმოიდგენს, რომ მასიმო, კუნძულზე ყველაზე საშიში კაცი, გადაეყრება, გაიტაცებს, დაატყვევებს და 365 დღეს მისცემს... შესაყვარებლად. "365 დღე" პირველი პოლონური ეროტიკული ფილმია, რომელიც ბლანკა ლიპინკსას ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

2020 წლის თებერვალში მომღერალმა Duffy-მ განაცხადა, რომ თავის დროზე ის გაიტაცეს. მამაკაცი მას 4 კვირის განმავლობაში აწამებდა. ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, ამიტომაც ამ ფილმის წინააღმდეგ გამოდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system