თავში

ბრიტანელი მოსწავლეები არდადეგების შემდეგ კლასში პირბადეს ატარებენ

​ბრიტანელი მოსწავლეები არდადეგების შემდეგ კლასში პირბადეს ატარებენ
ბრიტანელი მოსწავლეები არდადეგების შემდეგ კლასში პირბადეს ატარებენ

დიდი ბრიტანეთის განათლების საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, ნადიმ ზაჰავიმ განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების შემდეგ ინგლისის საშუალო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილზე პირბადის ტარება მოუწევთ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანეთი გაერთიანებული სამეფოს ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც კლასებში პირბადის ტარება სავალდებულო არ იყო.

ახალ რეგულაციებით მოსწავლეებმა პირბადე საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საკლასო ოთახებში, ბიბლიოთეკებსა და დერეფნებში უნდა ატაროს.

ამასთან, მასწავლებლებზე ეს მოთხოვნა არ ვრცელდება.

რეგულაცია ძალაში 26 იანვრამდე დარჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system