თავში

ბრიტანელი ტურისტი, რომელმაც 12 ისრაელელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ცრუ ჩვენებების მიცემაში დამნაშავედ ცნეს

ბრიტანელი ტურისტი, რომელმაც 12 ისრაელელი გაუპატიურებაში დ
ბრიტანელი ტურისტი, რომელმაც 12 ისრაელელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ცრუ ჩვენებების მიცემაში დამნაშავედ ცნეს

კვიპროსის სასამართლომ 19 წლის ბრიტანელი ტურისტი, რომელმაც 12 ისრაელელი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ცრუ ჩვენებების მიცემაში დამნაშავედ ცნო. მორიგი სასამართლო პროცესი 7 იანვარს გაიმართება. ტურისტს ამის გამო შეიძლება ერთი წლით თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯოს. 

ეს არის ინციდენტი, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში მოხდა. კურორტ აია ნაპაში, სასტუმროში ბრიტანელმა ტურისტმა ისრაელელი ბიჭების ჯგუფი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.  გამოძიების ფარგლებში, 12 ისრაელელი თინეიჯერი დააკავეს, რომელთაგანაც, ბრალდებას ყველა უარყოფდა. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გოგონამ ჩვენება შეცვალა. 

გაირკვა, რომ მათი სქესობრივი კავშირი ნებაყოფლობითი იყო, მაგრამ გოგონა გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ მისი შეყვარებულის მეგობარმა ბიჭებმა მათი სქესობრივი კავშირის ვიდეოკადრები გადაიღეს. სასამართლო დავა კი ამის შემდეგ დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system