თავში

ბრიტანეთი აფრიკაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრებს შექმნის

​ბრიტანეთი აფრიკაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრებს შექმნის
ბრიტანეთი აფრიკაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრებს შექმნის

დიდი ბრიტანეთი განვითარებად ქვეყნებში კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად 22 მილიონ ფუნტს გამოყოფს. პროექტში ძირითადად აფრიკისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები შედის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა.

პროექტის ფარგლებში, ინტერპოლთან ერთად, აფრიკაში კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრები შეიქმნება, რომლებიც ეთიოპიაში, კენიაში, ნიგერიასა და რუანდაში იმუშავებს და ამ სახელმწიფოებს კიბერდანაშაულთან ბრძოლაში დაეხმარება.

დომინიკ რააბის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს სურს, რომ კიბერსამყაროში, ისევე როგორც სხვაგან, საერთაშორისო სამართალი დაცული იყოს.

აფრიკა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის კონტინენტი, კიბერდამნაშავეთა სამიზნედ იქცა. ინტერპოლში ცენტრალური საკოორდინაციო სამსახურის შექმნით, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოებს მთელი აფრიკის მასშტაბით გამოიყენებენ, დიდი ბრიტანეთი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაუმჯობესებას, სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლის ხელშეწყობას და აფრიკაში კიბერდანაშაულის შეჩერებას გეგმავს."

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system