თავში

ბრიტანეთი ინდოეთისგან 10 მილიონ ვაქცინის დოზას მიიღებს

ბრიტანეთი ინდოეთისგან 10 მილიონ ვაქცინის დოზას მიიღებს
ბრიტანეთი ინდოეთისგან 10 მილიონ ვაქცინის დოზას მიიღებს

ინდოეთი დიდ ბრიტანეთში 10 მილიონ დოზა AstraZeneca-ს ვაქცინას გაგზავნის. ვაქცინები ინდოეთის სერუმის ინსტიტუტშია დამზადებული. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა იუწყება.

"დიდმა ბრიტანეთმა AstraZeneca-ს 100 მილიონი დოზა შეუკვეთა, ამათგან 10 მილიონი ინდოეთის სერუმის ინსტიტუტშია დამზადებული", - განაცხადა სამეფოს მთავრობის სპიკერმა.

აღსანიშნავია, რომ სერუმის ინსტიტუტის ვაქცინებზე გათვლა აქვთ დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს, ბანგლადეშიდან დაწყებული ბრაზილიით დასრულებული, თუმცა დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მოთხოვნა ბოლო დროს კიდევ უფრო გაიზარდა.

სერუმის ინსტიტუტი მსოფლიოში AstraZeneca-ს ვაქცინების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. შეგახსენებთ, რომ ის, ოქფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system