თავში

ბრიტანეთი "კოვიდ პასპორტების" შემოღებას განიხილავს

ბრიტანეთი "კოვიდ პასპორტების" შემოღებას განიხილავს
ბრიტანეთი კოვიდ პასპორტების შემოღებას განიხილავს

ბრიტანეთის ხელისუფლება "კოვიდ პასპორტის" შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. გამოცემა The Sunday Times-ის ცნობით, აღნიშნულ დოკუმენტს ის პირები მიიღებენ, ვინც COVID-19-ზე ვაქცინაციას ჩაიტარებს.

გამოცემის თანახმად, ასეთი ღონისძიება საშუალებას მისცემს ახალი დოკუმენტის მფლობელებს უფრო თავისუფლად გადაადგილდნენ ქვეყანაში. ამასთან, "კოვიდ პასპორტის" მქონე პირებს მივლინებებში წასვლაც მარტივად შეეძლებათ, ვიდრე ისინი, ვინც უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე. სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პარლამენტს 25 ნოემბერს წარუდგენს.

25 ნოემბრის საპარლამენტო სესიაზე, სავარაუდოდ, საყოველთაო კარანტინის დასრულების თარიღად 2 იანვარი გამოცხადდება.

დიდ ბრიტანეთში, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით 54,6 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system