თავში

ბრიტანეთი "ომიკრონის" გამო შეზღუდვებს არ დააწესებს

​ბრიტანეთი "ომიკრონის" გამო შეზღუდვებს არ დააწესებს
ბრიტანეთი ომიკრონის გამო შეზღუდვებს არ დააწესებს

კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გამო დიდი ბრიტანეთი მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მისივე თქმით, შტამი "ომიკრონი" სხვაზე უფრო რბილად მიმდინარეობს, რაც ამ დროისთვის უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები, რადგან აქ ვაქცინაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

"იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა შტამის მაღალი ინფექციურობის გამო ზეწოლის ქვეშ არ აღმოჩნდეს, საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, ამ ზეწოლის შესამცირებლად", - განაცხადა ჯონსონმა.

მან ასევე დასძინა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში "ომიკრონით" უფრო ნაკლები ადამიანია მოთავსებული, ვიდრე კორონავირუსის წინა შტამებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system