თავში

ბრიტანეთი რესტორნებსა და ბარებს ხსნის და ხალხს ქუჩაში ჩახუტების ნება აძლევს

​ბრიტანეთი რესტორნებსა და
ბრიტანეთი რესტორნებსა და ბარებს ხსნის და ხალხს ქუჩაში ჩახუტების ნება აძლევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დღეს მორიგი შემსუბუქების თარიღს გამოაცხადებს. 17 მაისიდან გახსნის ახალი ეტაპი ბრიტანელებს ბარებსა და რესტორნებში - დახურულ სივრცეში თავშეყრის საშუალებას, ასევე და ქუჩაში ჩახუტების ნებას მისცემს. ხანგრძლივი და უმკაცრესი კარანტინის შემდეგ ღია სივრცეში 30 ადამიანის, ხოლო დახურულ სივრცეში 2 ოჯახის შეკრება იქნება შესაძლებელია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც ვაქცინაციის პროცესის სწრაფად და ეფექტურად მართვა მოახერხა. დღეს ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანა, თანდათანობით, საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენასაც გეგმავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system