თავში

ბრიტანეთი სკოლებში ლიტერატურულ მრავალფეროვნებას აფართოებს

​ბრიტანეთი სკოლებში ლიტერატურულ მრავალფეროვნებას აფართოებს
ბრიტანეთი სკოლებში ლიტერატურულ მრავალფეროვნებას აფართოებს

დიდ ბრიტანეთში ფერადკანიანი ავტორების წიგნების ანთოლოგია დაიბეჭდება და ყველა დაწყებით სკოლას უფასოდ გადაეცემა. მკითხველთა საქველმოქმედო ორგანიზაცია BookTrust-ის განცხადებით, ინიციატივის მიზანი სასკოლო ლიტერატურის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და მასში საზოგადოების ყველა ნაწილის ხმის დაფიქსირებაა.

წიგნები განკუთვნილია 7-დან ზედა ასაკის მოსწავლეებისთვის. მასში თავმოყრილია იომი სოდეს, კლერ ვეზის, დინ ატას, პატრის ლოურენსისა და შერნა ჯექსონის მოთხრობები. პროექტი BookTrust-ის, გამომცემლობა Knights Of-ისა და დაწყებითი კლასებში წიგნიერების გამავრცელებელი საქველმოქმედო ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე ხორციელდება. წიგნები 5 აგვისტოს გამოიცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system