თავში

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი COVID-19-ზე გამოთქმული რეპლიკის გამო ბოდიშს იხდის

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი COVID-19-ზე გამოთქმული რეპლიკის გამო
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი COVID-19-ზე გამოთქმული რეპლიკის გამო ბოდიშს იხდის

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი საჯიდ ჯავიდი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ ადამიანებს მოუწოდა კორონავირუსს აღარ დაემალონ. 

კრიტიკა ჯავიდის პოსტს მოჰყვა Twitter-ზე, სადაც ის ამბობდა, რომ ვირუსი დადასტურებიდან 1 კვირაში დაამარცხა და ხალხს მოუწოდებდა, თუ კიდევ არ აცრილან - ვაქცინაციას მიმართონ, როგორც გადარჩენის გზას, იმის ნაცვლად, რომ ვირუსთან დამალულები და თავდახრილები იყვნენ.

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ჯავიდს იმ ადამიანების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს, ვინც პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს იცავს. 

საჯიდ ჯავიდი აცხადებს, რომ მან არასწორი სიტყვა შეარჩია აზრის გადმოსაცემად, რის გამოც ძალიან წუხს. 

"მინდოდა მადლიერება გამომეხატა, რომ ვაქცინის წყალობით ჩვენ, საზოგადოებას, შეგვიძლია ძლიერი პასუხი გავცეთ პანდემიას," - ამბობს ჯავიდი. 

საჯიდმა ძველი პოსტი წაშალა და წერს, რომ ვერაგმა ვირუსმა, მასაც უამრავი ახლობელი წაართვა, რის გამოც პანდემიის გავლენის დაკნინება მისთვის შეუძლებელია.

სადავო სიტყვა Cower - რომელიც მან კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოყოლილ პოსტში გამოიყენა, კემბრიჯის ლექსიკონის მიხედვით,  "დაბლა დახრას", ან შიშის გამო "თავდახრით უკან დახევას" ნიშნავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system