თავში

ბრიტანეთის მთავრობა ხალხს სანაპიროებზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთის მთავრობა ხალხს სანაპიროებზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
ბრიტანეთის მთავრობა ხალხს სანაპიროებზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ინგლისში ხელისუფლება ხალხს მოუწოდებს, შაბათ-კვირას "ბანკის არდადეგებზე" ტურისტული ადგილების სტუმრობისაგან თავი შეიკავოს, რადგან უახლოეს დღეებში კვლავ თბილი ამინდია მოსალოდნელი.  

ბოლო დღეებში ბრაიტონსა და საუთენდში მდებარე პლაჟების ხალხით გადატვირთვამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია, რადგან ადამიანებს შორის დისტანცია დაცული არ იყო. 

ბრაიტონისა და ჰოვის საქალაქო საბჭოს მრჩეველმა კარმენ აპიჩმა განაცხადა, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალის შეურაცხყოფაა. მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია, სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის დახურულია და საბჭო ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავოს. 

კორნუოლის საბჭოს ლიდერებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ზღვის სანაპიროზე ხალხმრავლობამ, შესაძლოა, ვირუსის გავრცელების ახალი, საგაზაფხულო ტალღა წარმოქმნას, ამიტომ საჭიროების გარეშე აღნიშნულ ტერიტორიებზე არ გადაადგილდნენ. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტ პატელმა კი ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ადამიანებს გარეთ ყოფნით სიამოვნების მიღება შეუძლიათ, თუ ისინი დისტანციის დაცვის დადგენილ ნორმებს გაითვალისწინებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system