თავში

ბრიტანეთის მთავრობას კოვიდპასპორტების შესახებ აფრთხილებენ

ბრიტანეთის მთავრობას კოვიდპასპორტების შესახებ აფრთხილებენ
ბრიტანეთის მთავრობას კოვიდპასპორტების შესახებ აფრთხილებენ

ვაქცინის პასპორტის შემოღება საფრთხეს უქმნის სოციალურ უსამართლობას, რამაც მილიონობით ადამიანში შეიძლება დისკრიმინაციის გრძნობა გამოიწვიოს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობა თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა კომისიამ გააფრთხილა. ინფორმაციას ჟურნალი Mirror ავრცელებს.

კომისიის აზრით, ვაქცინის პასპორტები საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობას გააჩენს. მათი თქმით, ამან შეიძლება შექმნას სიტუაცია, როდესაც ზოგიერთ ადამიანებს, რომელთათვისაც ვაქცინა ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, აეკრძალოთ სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და მოგზაურობა.

პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ჯერჯერობით ვაქცინის პასპორტის შესახებ გეგმები შემუშავების პროცესშია, მაგრამ იდეა ნამდვილად განიხილება.

ვაქცინის პასპორტი შესაძლოა გამოიყენონ ისეთ გარემოში შესასვლელად, როგორიცაა თეატრები, ღამის კლუბები და მასობრივი ღონისძიებები. ამასთან, მათ ასევე განიხილავენ ბარებში და რესტორნებში გამოყენებისთვის, რათა შემცირდეს სოციალური დისტანცირების შეზღუდვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system