თავში

ბრიტანეთის პრემიერი: ხელების დაბანისას "გილოცავ დაბადების დღეს" იმღერეთ

​ბრიტანეთის პრემიერი: ხელების დაბანისას "გილოცავ დაბადების დღეს" იმღერ
ბრიტანეთის პრემიერი: ხელების დაბანისას გილოცავ დაბადების დღეს იმღერეთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს კორონავირუსთან ბრძოლის სამთავრობო გეგმას წარმოადგენს. უახლოეს დღეებში მთავრობა კანონპროექტს წარმოადგენს, რომელიც მინისტრთა კაბინეტს COVID-19-თან დამკლავების ინტრუმენტებს მისცემს. ძირითადი პუნქტები, რომლებიც კანონპროექტში შევა, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გააჟღერა: ყველა სამინისტროში გაჩნდება კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირი, დაიწყება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, საგანგებო სამთავრობო კომიტეტების სხდომები უფრო ინტენსიურად გაიმართება და მართვის სპეციალური ცენტრი დაარსდება.

"ჩვენ შევათანხმეთ გეგმა, რომელსაც მე დღეს დეტალურად წარმოვადგენ. თუ ვირუსი გავრცელდება, ჩვენ მის შესაკავებლად და ყველაზე მოწყვლადი ადამიანების დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვიქნებით", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მანამდე კი პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას შეახსენა, რომ პირველ რიგში ხელების სწორად დაბანაა საჭირო.

"ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ის, რას ვირუსთან ბრძოლისთვის ძალგვიძს - დავიბანოთ ხელი წყლით და საპნით იმდენ ხანს, რამდენსაც "Happy birthday to you-ს" (გილოცავ დაბადების დღეს) სიმღერის ორჯერ შესრულებისთვისაა საჭირო", - აღნიშნა ჯონსონმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system