თავში

ბრიტანეთის პრემიერი პრინცესა დაიანაზე BBC-ის გამოძიების შედეგებით შეშფოთებულია

​ბრიტანეთის პრემიერი პრინცესა დაიანაზე BBC-ის
ბრიტანეთის პრემიერი პრინცესა დაიანაზე BBC-ის გამოძიების შედეგებით შეშფოთებულია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პრინცესა დაიანას 1995 წლის ინტერვიუსთან დაკავშირებით BBC- ის გამოძიების შედეგების და ასევე ინტერვიუს შემდგომ წლებში სამაუწყებლო კომპანიის ქმედების გამო შეშფოთება გამოთქვა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე ჯონ დაისონმა მიმდინარე წლის 20 მაისს ინტერვიუსთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 1995 წელს ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა თაღლითური გზით მოიპოვა პრინცესასთან ინტერვიუ, ხოლო ტელეკომპანია BBC-მ მისი ქმედება დაფარა. "BBC-იმ ვერ შეძლო გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის შენარჩუნება", — ნათქვამი იყო ლორდი დაისონის განცხადებაში.

”მე, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვარ ლორდ დაისონის დასკვნით. წარმომიდგენია, თუ როგორ გრძნობენ თავს სამეფო ოჯახის წევრები და იმედი მაქვს, რომ BBC გადადგამს ყველა შესაძლო ნაბიჯს, რომ ეს აღარ განმეორდეს", განაცხადა ჯონსონმა.

გასულის წლის ბოლოს პრინცესა დაიანას ძმამ ჩარლზ სპენსერმა განაცხადა, რომ BBC-ის ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა 1995 წელს პრინცესა გადაცემაში მონაწილეობაზე მოტყუებით დაითანხმა. ჩარლზ სპენსერის ამ განცხადების შემდეგ BBC-იმ გამოძიება დაიწყო. დაიანას ძმის თქმით, იგი მოტყუებით აიძულეს პრინცესასთვის ჟურნალისტი მარტინ ბაშირი გაეცნო. გამოძიების თანახმად, ბაშირმა ჩარლზ სპენსერს ყალბი დოკუმენტების წარუდგინა და დაარწმუნა, რომ დაიანას ბუქინგემის სასახლის ორი მაღალჩინოსანი უსმენდა და უთვალთვალებდა.

გამოძიებით ირკვევა, რომ ბაშირმა BBC-ის დაუმალა, რომ ინტერვიუ ტყუილის საფუძველზე მოიპოვა. შემდგომში კი უამრავი კითხვის თავიდან აცილების მიზნით BBC-იმ სამხილები შეცვალა, რომ ბაშირს პასუხისმგებლობისთვის თავი აერიდებინა.

ყალბი დოკუმენტების წარდგენისთვის ბაშირმა ბოდიში მოიხადა, თუმცა განაცხადა, რომ მისი აზრით, რომ ეს არ იყო დაიანას მხრიდან ინტერვიუზე თანხმობის მიზეზი.

პრინცესა დაიანა 1997 წელს პარიზში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ტრაგედიის მიზეზად მანქანის გაუფრთხილებელი მართვა და ჟურნალისტების არაკანონიერი ქმედება დასახელდა. პრინცესას მანქანას პაპარაცები აედევნენ. ლედი დი მანქანაში კინოპროდიუსერ დოდი ალ-ფაიედთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მასთან ერთად გარდაიცავალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system