თავში

ბრიტანეთმა ლიბიის მილიციას სანქციები დაუწესა

​ბრიტანეთმა ლიბიის მილიციას სანქციები დაუწესა
ბრიტანეთმა ლიბიის მილიციას სანქციები დაუწესა


დიდმა ბრიტანეთმა ლიბიის მილიციას - ალ-ქანიათს და მის ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა. ოფიციალური ლონდონის განცხადებით, ბრიტანული სანქციებს ქვეშ მოხვდება ყველა, ვინც საერთაშორისო სამართალს დაარღვევს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის დომიკ რააბის განცხადებით, ქანიათის შეიარაღებული დაჯგუფებები 2020 წლამდე, 5 წლის განმავლობაში უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ და ატერორებდნენ.

დიდმა ბრიტანეთმა დღეს ანგარიშები გაუყინა და მოგზაურობაზე აკრძალვა დააწესა ალ-ქანიათისა და მისი ორი მაღალჩინოსნისთვის.

გასულ წელს, მას შემდეგ რაც რუსეთმა ხელი შეუშალა დაჯგუფებისთვის გაერო-ს საერთაშორისო სანქციების დაწესებას, აშშ-მა ალ-ქანიათი და მისი ლიდერები შავ სიაში ცალმხრივად შეიყვანა.

ალ-ქანიათი, რომელსაც ალ-ქანის ოჯახი ხელმძღვანელობს, ლიბიის ეროვნული გვარდიის მოკავშირე იყო. მათ 2019 წლის აპრილში დედაქალაქ ტრიპოლიზე 14 თვიანი წარუმატებელი შტურმი წამოიწყეს.

ლიბიაში უნდა დასრულდეს დაუსჯელობის ატმოსფერო და დანაშაულის მსხვერპლთათვის სამართლიანობა აღდგეს, აცხადებენ ბრიტანეთში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system