თავში

ბრიტანეთში 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი D ვიტამინს უფასოდ მიიღებს

ბრიტანეთში 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი D ვიტამინს უფასოდ მიიღებს
ბრიტანეთში 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი D ვიტამინს უფასოდ მიიღებს

დიდ ბრიტანეთში ქრონიკული დაავადებების მქონე 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი D ვიტამინს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში D ვიტამინის დეფიციტი შეიქმნა, თუმცა ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად იბრძვის. მედიკამენტების უფასო მიწოდება იანვრიდან დაიწყება.

"მთავრობა შესაბამის ზომებს უზრუნველყოფს, რათა სოციალურად დაუცველ ადამიანებსა და საჭიროების მქონე პირებს D ვიტამინის უფასო მარაგი მიაწოდოს", - განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთიუ ჰენკოკმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system