თავში

ბრიტანეთში ახალშობილს მარიხუანისგან დამზადებული პრეპარატით მკურნალობენ

​ბრიტანეთში ახალშობილს მარიხუანისგან დამზადებული პრეპარატით მკურნალობე
ბრიტანეთში ახალშობილს მარიხუანისგან დამზადებული პრეპარატით მკურნალობენ

დიდი ბრიტანეთში ახალშობილი მსოფლიოში პირველი ბავშვია, რომელსაც კანაბისისგან დამზადებულ წამალს აძლევენ. მას ნეონატალური ენცეფალოპათია აქვს.

ეს პრეპარატი ბავშვებში კრუნჩხვის პრევენციას ახდენს.

11 კვირის ოსკარ პაროდი ნორფოლკისა და ნორვიჩის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფება. ადგილობრივი მედია წერს, რომ მარიხუანისგან დამზადებული პრეპარატი ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ მანამდეც გამოიყენებოდა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში მსგავსი პრეპარატების გამოყენება რეგულარული გახდება. ის იმ ბავშვებს დაენიშნება, ვის შემთხვევაშიც კრუნჩხვებისა და ტვინის ტრავმების რისკი მეტია. ახლა ექსპერტები არკვევენ, არის თუ არა წამალი უსაფრთხო და ეფექტური ენცეფალოპათიით დაავადებულია ახალშობილების შემთხვევაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system