თავში

ბრიტანეთში COVID-19-ის ახალი სიმპტომები გამოვლინდა

ბრიტანეთში COVID-19-ის ახალი სიმპტომები გამოვლინდა
ბრიტანეთში COVID-19-ის ახალი სიმპტომები გამოვლინდა

ბრიტანელი მეცნიერების საგანგებო სიტუაციების მრჩეველთა ჯგუფის მოხსენების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი სიმპტომები, კერძოდ კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ფეხის მტევნის მიდამოში გამონაყარი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს. 

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სიმპტომებმა შესაძლოა სხვადასხვა გზით იჩინონ თავი, ეს დამოკიდებულია ინფიცირებულის ასაკსა და მისი სხეულის მახასიათებლებზე. 

დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად COVID-19-ის 3 სიმპტომი სახელდება, ესენია: მაღალი სიცხე, გახანგრძლივებული ხველა და ყნოსვის დაკარგვა. 

ბრიტანეთში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსის 570 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 42 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system