თავში

ბრიტანეთში COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს

ბრიტანეთში COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს
ბრიტანეთში COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) COVID-19-ის სამკურნალოდ პრეპარატ Ronapreve-ის გამოყენება დაამტკიცა. ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

პრეპარატი კომპანიამ Roche და Regeneron-მა შექმნეს. ის მიეკუთვნება წამლების კლასს, რომელსაც მონოკლონური ანტისხეულები ეწოდება. ინფექციებთან საბრძოლველად ისინი ორგანიზმის მიერ წარმოქმნილ ბუნებრივ ანტისხეულებს ბაძავს.

მიმდინარე წლის ივლისში იაპონია გახდა პირველი ქვეყანა, პრეპარატ Ronapreve-ის გამოყენებაზე ნებართვა გასცა. ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკი 70%-ით შემცირდა. თავად დაავადების სიმპტომების მიმდინარეობა კი 4 დღემდე ჩამოვიდა.

ამჟამად Ronapreve ლიცენზირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ინდოეთი, შვეიცარია, კანადა და ევროკავშირი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system