თავში

ბრიტანეთში ინფლუენსერებს სთხოვენ, ინსტაგრამ-ფილტრები არ გამოიყენონ

​ბრიტანეთში ინფლუენსერებს სთხოვენ, ინსტაგრამ-ფილტრები არ გამოიყენონ
ბრიტანეთში ინფლუენსერებს სთხოვენ, ინსტაგრამ-ფილტრები არ გამოიყენონ

დიდი ბრიტანეთის რეკლამის სტანდარტების სამმართველო ბიუთი-ინფლუენსერებს სთხოვს, წინასწარ აცნობონ მაყურებელს სარეკლამო ინტეგრაციებში ფილტრების გამოყენების შესახებ, რომელიც სახეს ცვლის. უწყებაში თვლიან, რომ ეს აუდიტორიის დეზინფორმაციას იწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ Dazed Beauty ავრცელებს.

კომპანიამ Instagram-ში ისტორიები შეისწავლა, რომლებშიც ბიუთი-ინფლუენსერები რუჯის მისაღებ საშუალებას უწევენ რეკლამას. მათ დაასკვნეს, რომ პუბლიკაციები "შეცდომით აზვიადებდნენ ეფექტს, რომელიც პროდუქციის გამოყენებით მიიღწევა". რეკლამის სტანდარტების სამმართველო ამტკიცებს, რომ სილამაზის შესახებ გაფილტრულ კონტენტს მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს მაშინაც კი, თუკი ფილტრის დასახელება "ინსტრაგრამ-სთორიში" ნახსენებია.

ეს გადაწყვეტილება არის პასუხი კამპანია #filterdrop-ზე, რომელის ბრიტანელმა ვიზაჟისტმა საშა პალარიმ 2020 წლის ივლისში წამოიწყო. მისი მიზანი ისაა, რომ Instagram-ში რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი გამოსახულება გაჩნდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system