თავში

ბრიტანეთში კარანტინმა ეპიდემია ვერ შეაჩერა - მეცნიერები

ბრიტანეთში კარანტინმა ეპიდემია ვერ შეაჩერა - მეცნიერები
ბრიტანეთში კარანტინმა ეპიდემია ვერ შეაჩერა - მეცნიერები

დიდ ბრიტანეთში კარანტინმა ჯერჯერობით კორონავირუსის გავრცელების აღკვეთა ვერ მოახერხა. ამის შესახებ განაცხადეს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებმა.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა სახელწოდებით React-1. კვლევაში 142 900 ადამიანის ცხვირ ხახის ანალიზი გამოიყენეს, რომელიც 5-დან 15 იანვრამდე ჩატარდა.

მკვლევარებმა გამოანგარიშეს, რომ გავრცელების კოეფიციენტი R, რომელიც განსაზღვრავს ერთი ადამიანის მიერ დაინფიცირებული ადამიანების საშუალო რაოდენობას, მერყეობს 0.94-დან 1.15-მდე, საშუალოდ 1.04, რაც ნიშნავს, რომ ინფექციის სიჩქარე ნელა იზრდება.

კვლევის ერთ-ერთმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მონაცემების ყურადღებით დაკვირვებას გააგრძელებს, რადგან ბოლო პერიოდში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

პროფესორმა ასევე დასძინა, რომ თუ ინფექციების რაოდენობა ვერ შემცირდება, ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური რთულ სიტუაციას ვერ გაუმკლავდება.

"თუ დაავადების გავრცელების დინამიკა იგივე მაღალ დონეზე დარჩა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, საავადმყოფოები კვლავ დიდი ტვირთის ქვეშ იქნებიან და სიკვდილიანობა გაიზრდება", - განაცხადა პროფესორმა.

კვლევის თანახმად, ინგლისის მოსახლეობის 1.58% დაინფიცირდა, რაც 50%-ით გაიზარდა 25 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლონდონში დაფიქსირდა - 2,8%.

შეგახსენებთ, რომ ჯანმო-ს კრიტერიუმების მიხედვით, ეპიდემიოლოგიური ბარიერი გადალახულია, როდესაც შემთხვევათა რიცხვი მოსახლეობის 5%-ს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system