თავში

ბრიტანეთში კარანტინში მყოფებს GPS სისტემით გააკონტროლებენ?

ბრიტანეთში კარანტინში მყოფებს GPS სისტემით გააკონტროლებენ?
ბრიტანეთში კარანტინში მყოფებს GPS სისტემით გააკონტროლებენ?

ბრიტანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მიზნით კარანტინში მყოფი მოქალაქეების კონტროლი უნდა გაამკაცროს და მათ გადაადგილებას თვალყური GPS სისტემით მიადევნოს. განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა გააკეთა. ექსმინისტრის თქმით, ბრიტანეთმა ტაივანისა და პოლონეთის მაგალითით უნდა ისარგებლოს და ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ეს მეთოდი დამატებით ინსტრუმენტად, ან საკარანტინო სასტუმროების ალტერნატივად უნდა გამოიყენოს.

მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ეს საკითხი კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილება.

ჯერემი ჰანტის თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ინფიცირებული ადამიანების უმეტესობა თვითიზოლაციის წესებს ბოლომდე არ იცავს, 15% კი მას საერთოდ არ იცავს. ამიტომ, კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად ინფიცირებული ადამიანების მიერ წესების დაცვა უნდა იყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system