თავში

ბრიტანეთში კორონავირუსის ოთხ ტალღას ვარაუდობენ

ბრიტანეთში კორონავირუსის ოთხ ტალღას ვარაუდობენ
ბრიტანეთში კორონავირუსის ოთხ ტალღას ვარაუდობენ

დიდი ბრიტანეთის, ქალაქ ბირმინგემის წამყვანი ექიმის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციის ოთხი ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ Birmingham Mail იუწყება.

ექიმმა შაბი აჰმადმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებლებს მოუწევდათ "ვირუსთან ერთად ცხოვრება ისწავლონ". 

მეორეს მხრივ, ბრიტანეთის მთავრობა განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღა დასასრულის პირასაა. ამის მიუხედავად ექიმი ხელისუფლების ოპტიმიზმს არ იზიარებს.

შაბი აჰმადის განცხადებით, პირველი ტაღლის დასრულების შემდეგ იქნება მეორე ტალღა, შემდეგ კი მესამე და მეოთხე. მან აღნიშნა, რომ ვირუსი  არ გაქრება და არსებობას  სხვადასხვა გზით განაგრძობს. 

"ჩვენ უბრალოდ უნდა ვისწავლოთ როგორ დავიცვათ თავი ამისგან”, - განაცხადა ექიმმა.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა 284,900-ზე მეტი შემთხვევა, დაიღუპა  44,200 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system