თავში

ბრიტანეთში მილიონერი შიმშილით მოკლეს

ბრიტანეთში მილიონერი შიმშილით მოკლეს
ბრიტანეთში მილიონერი შიმშილით მოკლეს

ბრიტანეთში, მილიონერის მკვლელობისთვის  ცოლ-ქმარი, ლინდა და უეინ რიკარდები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ლინდა და უეინ რიკარდები ბრიტანელი მილიონერის, ჯეიმს სუზერენის ოჯახში 2006 წლიდან ცხოვრობდნენ. 2012 წელს  ჯეიმსის დედა გარდაიცვალა. 18 თვის შემდეგ, 59 წლის ასაკში თავად სუზერენიც დაიღუპა. ის სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა და საწოლზე იყო მიჯაჭვული. მას ლინდა რიკარდი უვლიდა. 

აღმოჩნდა, რომ ლინდა რიკარდმა გარდაცვლილების ანდერძები გააყალბა, რომლის მიხედვითაც ქონება მას და მის მეუღლეს რჩებოდა. 

ამასთან, ჯეიმს სუზერენი, რომელიც ერთ დროს 100 კგ-ზე მეტს იწონიდა, სიკვდილის დროს 58 კილოგრამამდე იყო გამხდარი. ექსპერტიზის მიხედვით ის ფილტვების ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც გამოფიტვის ფონზე განვითარდა.

ერთ-ერთი მოწმის თქმით, მილიონერს არ კვებავდნენ სათანადოდ, არ აძლევდნენ ტელევიზორის ყურების და წიგნის კითხვის საშუალებას. ამასთან, მას თეთრეულს თვეების განმავლობაში არ უცვლიდნენ. 

აღსანიშნავია, რომ როდესაც ჯეიმსის გვამი იპოვეს, მის გვერდით იდგა თეფში, რომელზეც კრემიანი ფუნთუშა, შოკოლადი და "მაკდონალდსის" ნარჩენები იდო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system