თავში

ბრიტანეთში შემოდგომაზე ახალ ტალღას ელოდებიან

ბრიტანეთში შემოდგომაზე ახალ ტალღას ელოდებიან
ბრიტანეთში შემოდგომაზე ახალ ტალღას ელოდებიან

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება შემოდგომაზე კორონავირუსის ახალ ტალღას ელოდება. ამის შესახებ ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ოფისის (ONS) ხელმძღვანელმა იან დეიმონდმა განაცხადა.

"უნდა ვაღიაროთ, რომ საუბარია ვირუსზე, რომელიც არსად წავა. ეჭვი არ მეპარება, რომ შემოდგომაზე ინფიცირების ახალ ტალღას ვნახავთ", - განაცხადა მან BBC-ის პირდაპირ ეთერში.

ამასთან, იან დეიმონდმა აღნიშნა, რომ ახალი ტალღის შეკავების ერთადერთი საშუალება ვაქცინაციის გაზრდილი ტემპია.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური უახლოეს მომავალში კორონავირუსზე ყოველდღიურად ორჯერ მეტი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს, ვიდრე ამჟამად.

ამ დროისათვის, ქვეყანაში 23,3 მილიონი ადამიანია ვაქცინირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system