თავში

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

სამიტზე COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, კრიზისის მართვასა და მედეგობას, უსაფრთხოებასა და თავდაცვას, მიგრაციის გარე ასპექტებს და ბელარუსში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უწყვეტ კოორდინირებულ ძალისხმევას განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე შეზღუდვა არ უნდა შეეხოს ერთიანი ბაზრის ფუნქციონირებას ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროპაში მოგზაურობის შეფერხებას.

ევროპული საბჭო წარადგენს მითითებებს სტრატეგიული კომპასის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საერთო სტრატეგიული ხედვა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის.

ევროკავშირის საბჭო ასევე განიხილავს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მომზადებას, ბელარუსი-ევროკავშირის საზღვარზე არსებულ ვითარებას და რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვარზე.

ევროკავშირის საბჭო ასევე NATO-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მომზადებას განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system