თავში

ბუენოს აირესში 7 წლის გოგონას ძაღლი თავს დაესხა - VIDEO

ბუენოს აირესში 7 წლის გოგონას ძაღლი თავს დაესხა
ბუენოს აირესში 7 წლის გოგონას ძაღლი თავს დაესხა - VIDEO

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში 7 წლის გოგონას პიტდული თავს დაესხა. ამის შესახებ Daily Mail წერს.

7 წლის გოგონა დედასთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, რა დროსაც პიტბულის ჯიშის ძაღლი მას ფეხში სწვდა. დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში დედა და ქუჩაში გამვლელი ადამიანები გოგონას დახმარებას უშედეგოდ ცდილობდნენ.

გამოქვეყნებულ ვიდეო კადრებში ნაჩვენებია, თუ როგორ ურტყავს ძაღლს წიხლებს ერთ-ერთი მამაკაცი.

გოგონას დედის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძაღლის თავდასხმის შედეგად მას ფეხი აქვს მოტეხილი. 7 წლის გოგონას სასწრაფოდ ოპერაცია გაუკეთდა და ექიმებმა მისი ფეხის შენარჩუნება შეძლეს.

დაზარალებული გოგონას ოჯახის წევრებმა ძაღლის მეპატრონის ვინაობის დადგენა მოახერხეს, თუმცა ის ირწმუნება, რომ ძაღლი მისი არ არის.

"ის გუშინ მოვიდა და თქვა, რომ ეს მისი ძაღლი არ არის. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან ძაღლი მინდორში მიატოვა", - განაცხადა გოგონას დედამ.

დედას და 7 წლის გოგონას ფსიქოლოგის კონსულტაცია დასჭირდათ.

გოგონას ოჯახს სურს, რომ ძაღლის პატრონის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system