თავში

ბუკინგემის სასახლესთან ნაჯახიანი მამაკაცი დააკავეს

ბუკინგემის სასახლესთან ნაჯახიანი მამაკაცი დააკავეს
ბუკინგემის სასახლესთან ნაჯახიანი მამაკაცი დააკავეს

ლონდონის პოლიციამ ცენტრალურ ქუჩაზე მამაკაცი დააკავა, რომელსაც ნაჯახი ჰქონდა მომარჯვებული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პოლიციამ ნაჯახიანი მამაკაცი იმ ქუჩაზე შენიშნა, რომელიც ბუკინგემის სასახლესა და ტრაფალგარის მოედანს აკავშირებს. 40 წლის კაცი მაშინათვე დააკავეს. 

უცნობია, რატომ გადაადგილდებოდა საღამოს საათებში მამაკაცი ნაჯახით ხელში. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system