თავში

ბულგარეთში, საცხოვრებელ ბინაში 350 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს

ბულგარეთში, საცხოვრებელ ბინაში
ბულგარეთში, საცხოვრებელ ბინაში 350 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ადგილობრივი მოქალაქეს 350 კილოგრამი კოკაინი ჩამოართვეს, რომელსაც საკუთარ ბინაში ინახავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთის ნაციონალური რადიო "BNR" ავრცელებს. 

თავდაპირველად, პოლიციამ 40 კილოგრამი კოკაინი 31 წლის მამაკაცის ავტომობილში აღმოაჩინა. შემდეგ დეტექტივებმა ბინის ჩხრეკის ორდერი მოიპოვეს და იქ კიდევ 320 კილო დახვდათ. ნარკოტიკი 300 შეფუთვაში იყო განაწილებული და საძინებლის კარადასა და სამზარეულოში იყო დამალული. 

ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შავ ბაზარზე ტვირთის ღირებულება, დაახლოებით 41 მილიონი ევროა. 35-40 კილოგრამი კოკაინი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო დანარჩენი ტვირთი კი ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი.
 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system