თავში

ბურკინა-ფასოში თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა-ფასოში თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა
ბურკინა-ფასოში თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ბურკინა ფასოში უცნობი შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ France 24 იუწყება.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა სოფელ ფადა ნგურმაში, ცხოველების ბაზრობაზე მოხდა.

ქალაქის გუბერნატორის განცხადებით, დაუდგენელი პირები ცხოველების ბაზრობაზე შეიჭრნენ და მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ოფიციალური მონაცემებით გარდაცვლილია 20 ადამიანი, დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, როგორც ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ დაჭრილია რამდენიმე ათეული ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system