თავში

ბურკინა ფასოში ჟურნალისტები მოკლეს

ბურკინა ფასოში ჟურნალისტები მოკლეს
ბურკინა ფასოში ჟურნალისტები მოკლეს

ორი ესპანეთის და ერთი ირლანდიის მოქალაქე, რომლებიც ბურკინა ფასოში შეიარაღებული ჩასაფრების დროს დაიკარგნენ, ცოცხლები აღარ არიან. ამის შესახებ ინფორმაციას breakingnews ავრცელებს. 

სამივე დაღუპული ჟურნალისტია.

ჟურნალისტთა ევროპულმა ფედერაციამ (EFJ) ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ მოიძიონ მედიის მუშაკებზე თავდასხმა და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მისცენ.

ორგანიზაციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი შოკირებულნი არიან ჟურნალისტების მკვლელობით, რომლებიც ბრაკონიერებისგან ბუნებრივი პარკების დაცვის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდნენ. ამავე დროს, ფედერაცია დარწმუნებულია, რომ მათზე თავდასხმა დაგეგმილი იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, რომელიც ორშაბათს, დღის საათებში მოხდა, არც-ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ბურკინა ფასოში, ისე როგორც დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში, უსაფრთხოების კრიზისი გაღრმავდა. ალ ქაედასა და ისლამური სახელმწიფოს თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებზე, მიუხედავად საფრანგეთისა და გაეროს ძალისხმევისა, კვლავ გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system