თავში

ჩაანაცვლებს თუ არა "მიუ" შტამი "დელტა" ვარიანტს - WSJ

ჩაანაცვლებს თუ არა "მიუ" შტამი "დელტა" ვარიანტს - WSJ
ჩაანაცვლებს თუ არა მიუ შტამი დელტა ვარიანტს - WSJ

შეერთებული შტატების მეცნიერები თვლიან, რომ კორონავირუსის "მიუ" და "ლამბდა' შტამები "დელტა" ვარიანტს არ ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal წერს.

ვირუსოლოგთა აზრით, ახალი ტალღების გამოჩენისას დომინანტური შტამი, სავარაუდოდ, კვლავ „დელტა“ იქნება, ვინაიდან იგი ყველაზე გადამდებია.

"ჯერჯერობით ვერაფერი შეედრება "დელტას"", - ციტირებს Wall Street Journal ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევითი ცენტრის ვირუსოლოგის, ტრევორ ბედფორდის სიტყვებს.

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ახალ, "მიუ" შტამს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილ დაცვას გვერდი აუარონ. 

ცნობისთვის, თურქეთში კორონავირუსის ახალი, "მიუ" შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system