თავში

ჩაკ ნორისმა 83 წლის მოხუცი შავი ქამრით დააჯილდოვა  - VIDEO

ჩაკ ნორისმა 83 წლის მოხუცი შავი ქამრით დააჯილდოვა 
ჩაკ ნორისმა 83 წლის მოხუცი შავი ქამრით დააჯილდოვა  - VIDEO
© twitter.com/kslnewsradio

მსახიობმა და საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა, ჩაკ ნორისმა 83 წლის კაროლ ტეილორს იუტადან კარატეში მეხუთე ხარისხის შავი ქამარი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

დაჯილდოვების ცერემონია ლას-ვეგასში, გაერთიანებული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის ყოველწლიურ საერთაშორისო სასწავლო კონვენციაზე გაიმართა.

მედიის ცნობით, ქალი საბრძოლო ხელოვნებით 15 წლის წინ, 68 წლის ასაკში დაინტერესდა.

"მე ძალიან აღელვებული ვიყავი, როდესაც ნორისმა ქამარი შემომახვია. მე თავი დავუხარე, სანაცვლოდ კი ძალიან მაგრად ჩამეხუტა. მან ფაქტობრივად ჰაერში ამიტაცა", - განაცხადა ტეილორმა.

ქალის თქმით, მომავალში ის მეექვსე ხარისხის შავი ქამრის მიღებას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system