თავში

ჩაკეტილი სამყაროს ფონზე ვუჰანში ღამის კლუბები გაიხსნა - PHOTO - VIDEO

​ჩაკეტილი სამყაროს ფონზე ვუჰანში ღამის კლუბები გაიხსნა
ჩაკეტილი სამყაროს ფონზე ვუჰანში ღამის კლუბები გაიხსნა - PHOTO - VIDEO

ჩინეთის ქალაქი ვუჰანი, სადაც გასული წლის ამ დროს საშინელი ვირუსი აფეთქდა და მთელ მსოფლიოს საშინელი პანდემიის სახით მოედო, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მაშინ, როცა მთელი სამყარო შობა-ახალ წელს უკიდურესი შეზღუდვებითა და აკრძალვებით ხვდება, ვუჰანში ღამის კლუბები გაიხსნა. ბარებსა და კლუბებში ათასობით ახალგაზრდა ყოველგვარი დისტანციისა და პირბადის გარეშე იკრიბება. ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ისინი თითქოს ხელახლა დაიბადნენ და ახალი სიცოცხლე მიეცათ.

მედიაში გავრცელებულ ფოტოებში კარგად ჩანს ვუჰანის ღამის კლუბებში აქტიური ცხოვრება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ის ჰუბეის პროვინციაში არც არასდროს შეწყვეტილა.

11 მილიონიანი ქალაქი 2019 წლის დეკემბერში საშინელმა ვირუსმა მოიცვა. ვუჰანი თვეების განმავლობაში ჩაკეტილი იყო და მოსახლეობას უკიდურესი შეზღუდვების პირობებში უხდებოდათ ცხოვრება. ამ ყველაფრის შემდეგ ძნელად წარმოსადგენია, რომ ვუჰანში, ბოლო 6 თვის მანძილზე კორონავირუსის შიდა გადაცემის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

კორონავირუსის ეპიცენტრ ვუჰანში, ოფიციალური მონაცემებით, 3000 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, არაოფიციალური ცნობებით პანდემიას გაცილებით მეტი - 42 000 ადამიანი ემსხვერპლა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი ჩინეთში ადამიანზე ღამურებიდან გადავიდა, გავრცელების წყარო კი ცხოველების ბაზარი შეიძლება ყოფილიყო. თუმცა, ამასთანავე არსებობს თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა ადამიანებში ლაბორატორიიდან გაჟონვის შემდეგ გავრცელდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system