თავში

"ჩარლიმ თითზე ისევ მიკბინა" NFT-ად გადაიქცევა და Youtube-დან წაიშლება - VIDEO

"ჩარლიმ თითზე ისევ მიკბინა" NFT-ად გადაიქცევა
ჩარლიმ თითზე ისევ მიკბინა NFT-ად გადაიქცევა და Youtube-დან წაიშლება - VIDEO

ცნობილი ვიდეო, "ჩარლიმ ისევ მიკბინა თითზე", რომელმაც ერთ დროს მთელი მსოფლიოს ინტერნეტ სივრცე დაიპყრო, შესაძლოა, სამუდამოდ გაქრეს, რადგან მის შემქმნელებს სურვილი აქვთ, ვიდეო NFT-ად გარდაქმნან და აუქციონზე გაყიდონ. ამის შემდეგ კი ვიდეოს Youtube-ის ვიდეო პლატფორმიდან წაშლიან.

ინფორმაციას ამის შესახებ ტექნოლოგიური სიახლეების სააგენტო TheVerge ავრცელებს.

მართალია, პრაქტიკაში ამ იდეის განხორციელება რთული იქნება, თუმცა NFT-ის ტიპის ქონებისთვის უფრო ლოგიკურია, რომ ვიდეოს YouTube-დან წაშლიან და მას მხოლოდ ერთი მფლობელი ეყოლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ციფრული ვალუტის ეს სახეობა აზრს კარგავს. 

ცნობისთვის, NFT "ბლოკჩეინ" მონაცემთა ბაზაა, სადაც თითოეულ NFT-ის წარმოადგენს უნიკალური ციფრული ნივთი, რომელსაც თავისი ღირებულება აქვს. ეს შეიძლება იყოს ნახატი, ხმის ჩანაწერი, ვიდეო, თამაში და სხვა კრეატიული ნაშრომი. 

იქამდე, სანამ ვიდეო ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ "უმოწყალოდ" უკბინა ჩარლიმ ძმას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system