
23 საათიანი დებატების შემდეგ, პეტრ ფიალას მთავრობას ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებმა ნდობა გამოუცხადეს. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პოლიტიკური პროცედურა გახდა.
დამსწრე 192 დეპუტატიდან მთავრობას მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 87 წინააღმდეგი იყო.
დებატები ორ დღეს გაგრძელდა - ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.
პრემიერმა ფიალამ თავის გამოსვლაში ექვსი პირადი პრიორიტეტი დაასახელა.
"ჩემი უპირველესი პრიორიტეტი საგადასახადო მუხრუჭის შემოღებაა, რომელიც გადასახადების ზრდას ავტომატურად ბლოკავს. მეორე საპენსიო რეფორმის დანერგვა არის“, - განაცხადა პრემიერმა.
პრიორიტეტებს შორის მან ინფრასტრუქტურული პროექტები და საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიკაცია-მოდერნიზაცია დაასახელა.