თავში

ჩეხეთის სენატი ზემანისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ჩამორთმევაზე იმსჯელებს

​ჩეხეთის სენატი ზემანისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილები
ჩეხეთის სენატი ზემანისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ჩამორთმევაზე იმსჯელებს

ჩეხეთის სენატის საკონსტიტუციო კომისიამ ჰოსპიტალიზირებული პრეზიდენტისთვის, მილოშ ზემანისთვის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ჩამორთმევაზე იმსჯელებს. ამის მიზეზი ისაა, რომ მკურნალი ექიმების თქმით, ზემანს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება არ შეუძლია. ინფორმაციას Radio Prague ავრცელებს.

მანამდე სენატის ხელმძღვანელმა, მილოშ ვისტრჩილმა ჟურნალისტებს გააცნო დოკუმენტები, რომლებიც ზემანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის ზედა და ქვედა პალატები ხმების უმრავლესობით მიიღებენ.

სენატის უახლოესი სხდომა 26 ოქტომბერს გაიმართება. ქვედა პალატის სხდომა კი 8 ნოემბერს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system