თავში

ჩეხეთის სენატის სპიკერი გარდაიცვალა

​ჩეხეთის სენატის სპიკერი გარდაიცვალა
ჩეხეთის სენატის სპიკერი გარდაიცვალა

ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის თავმჯდომარე იაროსლავ კუბერა 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სენატი ავრცელებს.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კვირას ის შეუძლოდ გახდა. პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დღეს კი ის გარდაიცვალა.

ჩეხეთის პრემიერმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ კუბერას სიკვდილი მისთვის შოკი იყო.

იაროსლავ კუბერა სენატის სპიკერის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system