თავში

ჩეხეთში 3 დეკემბრიდან საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

ჩეხეთში 3 დეკემბრიდან საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება
ჩეხეთში 3 დეკემბრიდან საკარანტინო შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება

ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 დეკემბრიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით,  ქვეყნის მასშტაბით, რესტორნები, ბარები, პაბები და არასასურსათო დანიშნულების მაღაზიები კვლავ გაიხსნება. 

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის იან ბლატნის განცხადებით, ასევე მოიხსნება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და კომენდანტის საათი გაუქმდება. რესტორნები, ბარები და პაბები საღამოს 10 საათამდე იმუშავებენ. 

თუმცა, დაწესებულებების მფლობელებს გარკვეული შეზღუდვების დაცვა მოუწევთ. თავშეყრის ადგილებში დასაშვებია 50-მდე ადამიანის შეკრება. 

ჩეხეთში კორონავირუსით 519 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 8 054 გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system